გურამ ფალავანდიშვილი დედაენის ბაღში ინსტალაციის დაზიანების გამო გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო.
დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია ადამიანის დევნას გულისხმობს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით აძნ შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო მეორე ნაწილი მოიაზრებს იგივე ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მასალის გამოყენების პირობები