14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება.
სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მონაწილეობს.
სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.
კონგრესმენის განცხადებით, ნატომ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება.
მან ისაუბრა ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ნატოს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი.
მასალის გამოყენების პირობები






