14 მაისს, ფოლკლორის ცენტრის წინ, ბახვის საჯარო სკოლიდან მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სტელა გახსნა. სწორედ ამ დროს, ფოლკლორის სახლში გურიის მაჟორიტარს, ვასილ ჩიგოგიძეს შესვლაზე უარი უთხრეს, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარს რამდენჯერმე აუხსნეს არ შეშვების მიზეზი ის იყო, რომ მისი სახელი და გვარი მოწვეულ სტუმართა სიაში არ ფიგურირებდა – ჩიგოგიძე გაბრაზდა და ფოლკლორის ცენტრი და მისი თანამშრომლები საჯაროდ უშვერი სიტყვებით მოიხსენია, მისი ხელმძღვანელის მისამართით კი, ასევე საჯაროდ რამდენჯერმე შეიგინა.
მისი დაოკება საბოლოოდ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატურ თეატრში მოხერხდა, როცა შენობაში უპრობლემოდ შეშვებულს პრემიერაზე “კაი ლაზათიანად ჩაეძინა”.
წყარო - "გურიის მოამბე"
მასალის გამოყენების პირობები






