თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 13:06, 15 May, 2021     1662

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოცქსელში პარტიის პარლამენტში შესვლის საკითხის ირგვლივ გამართულ დისკუსიას ეხმაურება:

"სამი დღეა ვაკვირდები ენმ-ის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში. ჩემთვის ყველაზე წონადი არგუმენტი ბოიკოტის გაგრძელებაზე საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. სხვა თავდასხმებს გაყიდვის, ხელფასზე და თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები. ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი.

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის.

2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის;

3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?

4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ.

ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ - უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42