სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ისევ სახალხო დამცველს უპირისპირდება და ამბიონიდან ამბიონიდან ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განცხადებებს აკეთებს. ციტატას გთავაზობთ უცვლელად:
"შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. .რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგართიდან, გაერო... ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში - რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება". - განაცხადა მეუფე სპიროდონმა 14 მაისის ქადაგების დროს.
მასალის გამოყენების პირობები