გასართობი კომპანიის უფროსმა აღმოაჩინა, რომ ლოქდაუნის შემდეგ, მისი თანამშრომლები ძალიან აღგზნებულები არიან, ამიტომ მათ ყოველდღიურად მასტურბაციისთვის 30 წუთიან შესვენებას აძლევს.
ერიკა ლასტი ბარსელონაში მოღვაწეობს და მან ოფისში „მასტურბაციის სადგურიც“ გამოყო, ანუ ოთახი აღნიშნული საქმისთვის. ის ამბობს:
„მე პატივს ვცემ ჩემს თანამშრომლებს და ვიცი, რომ როცა ისინი თავს კარგად გრძნობენ, ჩვენ გაცილებით კარგად ვმუშაობთ. პანდემიის გამო და იმ ლოქთაუნის გამო, რაც აღნიშნულმა გამოიწვია, შევნიშნე ჩემს თანამშრომლებს, რომ აღგზნებულები არიან და მუშაობის სურვილიც ნაკლებად აქვთ, ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ“
რეალურად, ერიკამ ეს ყოველივე მხოლოდ იმისთვის „მოიმიზეზა“, რომ თანამშრომლებისთვის, რომლებიც საკმაოდ დაძაბული სამუშაო დღით მუშაობენ, დასვენების დამატებითი 30 წუთი მიეცა, შესაბამისად მათ ამ დამატებითი წუთების სურვილისამებრ გამოყენება შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები






