ნიკო ბელიაშვილი: ნარკომანი უნდა განიხილებოდეს, როგორც დაავადებული ადამიანი და არა კრიმინალი
პოზიცია - 13:22, 19 Nov, 2012     4202
ნარკომანია დანაშაულია თუ დავადება ? რატომ მოიმატა ნარკომანთა რიცხვმა და სახელწიფომ რა როლი უნდა შეასრულოს ამ სენით დავადებულთა დასახმარებლად, ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი“ ნიკო ბელიაშვილს ესაუბრა. ადამიანმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში იყო ამ სენით დავადებული და რომელმაც უდიდესი ძალისხმევის საშუალებით თავი დააღწია, ახლა ცდილობს, თავისი გამოცდილება გაუზიაროს ყველას ვინც ნარკომანიით არის დავადებული და მათ რამით მაინც დაეხმაროს.
ნიკო ბელიაშვილი: ბრძოლა, რომელშიც მე გავიმარჯვე, ჩემთვის არ დამთავრებულა. მე ვიბრძვი დღეს, როგორც რიგითი ჯარისკაცი.ეს ბრძოლა და საქმიანობა ემსახურება ერთ მიზანს, რაც შეიძლება მეტ დავადებულ ადამიანს დავეხმარო, რადგან მე თავად ვიცი როგორია დარჩე მარტო და აღმოჩნდე იმ ტყვეთა რიგებში, სადაც მხოლოდ ტანჯვისა და სიკვდილის სუნი ტრიალებს.
_ ბატონო ნიკო რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ერთი გასინჯვით ნარკოტიკზე დამოკიდებული არ გახდება?
_ ნარკოტიკები არის თრობის გამომწვევი პრეპარატები, რომელიც ძილს, გიჟურ ტოლვასა და უაზრო დამოკიდებულებას იწვევს. თავდაპირველად ადამიანს, ნარკოტიკებისადმი ინტერესი სხვადასხვა მიზეზეის გამო უჩნდება. არაიან ადამიანები ვინც ნარკოტიკებს ინტერესის გულისთის სინჯავენ. აინტერესებთ ნარკოტიკი რას წარმოადგენს, მისგან რა სიამოვნება შეიძლება მიიღონ. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემები აქვთ და ჰგონიათ, რომ ნარკოტიკები დაეხმარებათ ამ პრობლემების გადასატანად. ბოლოს კი ხვდებიან, რომ ნელ-ნელა ეს პრობლემები ქრება, მაგრამ შემდეგ ნარკოტიკების სახით უფრო დიდ პრობლემებს აწყდებებიან. არაიან ადამიანები, რომლებიც მიმბაძველობიდან გამომდინარე უსინჯავენ გემოს. არის ისეთი ადამაინები, ვინც წამალზე იმიტომ უსინჯავენ გემოს, რომ ,,კაი ტიპად“ გამოჩნდეს და გარკვეულ საზოგადოებრივ წრეებში თავი დაიმკვიდროს. ნებისმიერ ადამიანს ვისაც კი გაუვლია ფიქრადაც მისი გასინჯვა ვურჩევ, რომ ნარკოტიკს საერთოდ არ გაეკაროს,რადგან ნარკოტიკი ადამიანს იმონებს და იმეტებს მას მძიმე ტანჯვისთვის, ტკივილისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევს.
-როგორ დავეხმაროთ ამ სენით დავადებულ ადამიანებს? არის მოსაზრება საზოგადოებაში, რომ ეს ადამიანები საშიში არიან და საზოგადოებისგან მათი იზოლირება უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა- ნარკომანი დამნაშავეა თუ დავადებული?
_ ნარკომანიადავადებაა და არა დანაშაული.ეს სენი, არ არის მოხლოდ იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ნარკოტიკებით არიან დავადებულნი. ეს კაცობრიობის პრობლემა.თუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ერთიანობა არ იქნება მაშინ გაჭირდება ამ დაავადებასთან ბრძოლა. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი ავარიდოთ, ვიღაცაში ვეძებოთ დამნაშავე, ხელი ვკრათ დავადებულებს, გავრიყოთ და გავიმეტოთ სიკვდილისთვის. ამ დავადებასთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის და არასწორი ხედვის გამო საზოგადოების დიდ ნაწილს ჩამოუყალიბდა აგრესიული შეხედულებები დავადებულებთან მიმართებაში. ბრძოლა დავადების წინააღმდეგ კი არ დაიწყო, არამედ დავადებულ ადამიანთა წინააღმდეგ. ეს არასწორი მიდგომებია და ამით ჩენ მათ კი არ ვეხმარებით პირიქით მათ საბოლოოდ ვწირავთ.
_ რა ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკომანიასთან ბრძოლის და ამ სენით დავადებულ ადამიანთა დახმარების მიზნით?
-აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ნარკოპოლიტიკის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელის დამოუკიდებელი იქნება. მას უნდა გააჩნდეს საკუთარი დეპარტამენტები: იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, პრევენციის და სოციალური დახმარების, ჯანდაცვისდა რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების თუ დასაქმების საკითხებში, რომელიც კორდინირებულად და თემატურად იმუშავებს ყველა იმ სტრუქტურასთან, რომლებიც იზრუნებენ ნარკომანიიდან გამოწვეული პრობლემატური საკითხების მოგვარებაში. სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტი უნდა იყოს, ნარკომანიასთან ბრძოლა და ამ სენით დავადებულ ადამიანთა მკურნალობა, რეაბილიტაცია. ნარკოტიკების მოხმარებაზე უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უნდა გამკაცრდეს კანონი რეალიზატორებთან მიმართებაში. უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ აფთიაქების მიმართებაში, რომლებიც ფსიქოტროპულ პრეპარატებს რეცეპტის გარეშე გასცემენ. ნარკომანი უნდა განიხილებოდეს, როგორც დაავადებული ადამიანები და არა როგორც კრიმინალი. სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, როგორც ნებაყოფლობითი ასევე იძულებითი მკურნალობა-რეაბილიტაციის შესახებ. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ერთჯერადი მკურნალობა რეაბილიტაციის დაფინანსება. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მეტადონის პროგრამაში ჩართის პირობები, ასაკობრივი ბარიერი და ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობის ვადა, რის შემდეგადაც აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრებში გადამისამართება . ნარკორეალიზატორებიდან თუ სხვა ტიპის საჯარიმო სანქციებიდან მიღებული თანხების გამკარგველი და მიმღები უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამ თანხებს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას და ამ სენით დავადებული ადამიანების მკურნალობას მოახმარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42