მმართველ პარტიასა და ფრაქცია "ლელოს" შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო რეფორმასა და ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობდნენ.
ფრაქციის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ისეთ კანონპროექტზე შეთანხმება, რომელიც კონსესუსზე იქნება დაფუძნებული. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, შეთანხმების სულისკვეთებას გაექცეს:
"პარლამენტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ ის განსხვავებები და ხედვები, რაც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ისეთ კანონპროექტზე შეთანხმება, რომელიც იქნება კონსესუსზე დაფუძნებული. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეთანხმების სულისკვეთებას გაექცეს. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებითაც, იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იქნება მიღებული" - განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






