რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელეკომპანიის სხვა ჰოლდინგში მოსალოდნელი გაერთიანების გამო 60%-ანი წილის დაყადაღებას ითხოვენ. მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე ქონების დაყადაღების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს:
"მიუხედავად უკვე არსებული და ცალსახად გამოვლენილი უსამართლო დამოკიდებულებისა სასამართლოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, დღეს დავაყენებთ არაერთ შუამდგომლობას.", - აღნიშნა კოჟორიძემ.
დავით დვალის განცხადებით, ტელეკომპანიის სხვა ჰოლდინგში გაერთიანება საფრთხეს ქმნის, რომ მისი ქონება შესაძლოა გადამალონ:
"უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად ეს ქონება გადადის ახალი ჰოლდინგის ხელში. ინტელექტუალური რესურსი გადადის, სიხშირე გადადის და ა.შ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მკვეთრი მტკიცებულებები იმის, რომ ეს არის საფრთხე და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პროცესის შეჩერება", - განაცხადა დვალმა.
მასალის გამოყენების პირობები






