საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროკურატურა აპირებს აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩისა და მისი მრჩევლის გამოკითხვას, თუმცა, უცნობია კიდევ ვის გამოკითხვას აპირებს, რადგან მათ ვინაობას არ ასახელებს.
როგორც მელაშვილის უფლებადამცველი ვარაუდობს, საგამოძიებო უწყება განზრახ აჭიანურებს მოწმეთა ვინაობის გამხელას. საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები კი - ირაკლი ღარიბაშვილი და მეუფე კირიონი ამ დრომდე არ გამოკითხულან:
"ძალიან მაინტერესებს რა ჩვენება უნდა მისცეს ზოგადად. ალბათ თქვენ იცით, როცა თავდაცვის მინისტრი იყო, მაშინ მისი მხრიდან იყო საქმე ინიცირებული და წამოწეული ეს საქმე და ალბათ ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს საფუძველი ნამდვილად რა აქვს ამ ბრალდებებს", - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები