"ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს, რომ ენმ პარლამენტში არ შევიდეს და მცირე ოპოზიციის ფონზე განაგრძოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა. ამის გათვალისწინებით, დეკანოიძე თვლის, რომ პარტიამ უნდა გამოიყენოს საპარლამენტო საქმიანობა:
"ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც სურს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდეს პარლამენტში და მცირე ოპოზიციის ფონზე აკეთონ ის, რასაც აკეთებენ, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როდესაც ამ პოლიტიკურ კრიზისშია თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენ 6 თვე მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ და ადამიანები უმძიმეს გაჭირვებაში არიან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანების ყოფიერებაზე დღეს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობაც. კობახიძე და ბიძა ივანიშვილის მსახურები არიან ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყოს პარლამენტში", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






