საქართველოში რადიოსადგური „რუსული რადიო“ შემოდის. - ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად საზოგადოებრივი პორტალი sazogadoeba.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პირდაპირ ტრანსლირებას ერთ-ერთი ქართული რადიოკომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მაუწყებლობის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
„რუსული რადიო“ მოსკოვში 1995 წლის 2 აგვისტოდან მაუწყებლობს და სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსულენოვანი სიმღერების ტრანსლირებას ახდენს. მუსიკალური პროგრამების გარდა, რადიოსადგური საზოგადოებას სხვა ბევრ საინტერესო და რეიტინგულ პროგრამებსაც სთავაზობს.
ამ ეტაპზე რადიოსადგური სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს, მათ შორისაა გერმანია, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, მოლდავეთი, ესპანეთი , ყირგიზეთი და სხვები.
ცოტა ხანში მათ რიცხვს საქართველოც შეემატება. "საზოგადოება.ჯი"-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პირდაპირი ტრანსლირება კი, სავარაუდოდ, უკვე იანვრიდან იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






