აღნიშნული სამუშაო შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, დუმბაძის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძის, პეტრიწის ქუჩებს; თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანის და გმირთა მოედნებს; რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, წერეთლის, გურამიშვილის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლის გამზირებს; გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ.
დედაქალაქში გზების მორეცხვის სამუშაოები 05:00-დან 08:00 საათამდე იწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






