„ჩვგენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ მაინინგისა და ბიტკოინის ტრანსაქციისთვის გამოიყენება სულ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით ენერგიის წყარო, განსაკუთრებით ქვანახშირი. ხოლო ეს უკანასკნელო, გამონაბილქვის თვალსაზრისით, ყველაზე ბინძური საწვავია“ - განაცხადა მასკიმ
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „კრიპტოვალუტა - ეს კარგი იდეაა, მაგრამ არ შეიძლება გარემოს ასე ძვირად უჯდებოდეს“.
ილონ მასკის საკნდალურმა ტვიტმა, ბიტკოინი 10%-ით გააუფასურა, ამავდროულად დაეცა ტესლას აქციების ფასი.
ჯერ კიდევ მარტში, მასკი აცადებდა, რომ ის სიამოვნებით გაყიდის პროდუქციას ბიტკოინში. გარდა ამისა, მან თავად ჩადო ინვესტიცია 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ციფრულ ვალუტაში,
ახლა მასკიმ განაცხადა, რომ არ მოიშორებს კრიპტოვალუტას, და მზად იქნება კვლავ მიიღოს იგი ტესლას პროდუქტების გაყიდვაში, როგოც გადახდის საშუალება, როდესაც მაინინგი ნაკლებად საზიანო გახდება გარემოსთვის.
ბაზრის ანალისტიკოსები ფირქრობენ, რომ მასკის ეს ნაბიჯი არის დამამშვიდებელი იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილებებითა და გარემოს დაცვით საკითხებზე არიან ორიენტირებულნი.
"გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მართვის საკითხები ახლა მრავალი ინვესტორის მთავარი მოტივაციაა. ტესლას, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე ორიენტირებულმა კომპანიამ, შეიძლება სურს უკეთესად იმუშაოს ESG-ს გარემოსდაცვით სფეროში და ეს მისი პრესტიჟის საკითხია", - ამბობს ჯულია ლი BBC-თან.
მისივე თქმთ, „შესაძალო ეს ვინმემ განიხილოს როგორც მასკის მხრიდან გადადგმული ცინიკური ნაბიჯი კრიპტოვალუტის ბაზარზე გავლენის მოსაპოვებლად, როგორც მას ეს სხვა შემთხვევაში არაერთგზის გაუკეთებია“.
მასალის გამოყენების პირობები






