ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან
პოლიტიკა - 19:36, 13 May, 2021     1496

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ეროვნული რეზერვის, სამობილიზაციო სისტემისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

"ჩვენი ჯარის მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ინსტიტუციურ განვითარებას, რომელმაც უნდა შექმნას მყარი და გრძელვადიანი საფუძველი მისი მდგრადი განვითარებისთვის. თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ჩვენი ჯარისთვის საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერება. თქვენ იცით, რომ 2020 წელს ჩვენ გავაორმაგეთ ტერიტორიული რეზერვი და დამატებით მომზადდა კიდევ ოთხი ასეული. მიმდინარე წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღებული იქნება დაახლოებით 1000 ადამიანი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს".- ამბობს ის.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობებიც, კერძოდ, გაუმჯობესდა წვრთნების ხარისხი და სოციალური პირობები.

"შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას".- ამბობს მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42