ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ენმ-ს ლიდერთან ნიკა მელიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს. როგორც პავილიონისი აღნიშნავს, მელიამ მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომლის გამოც საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოექცა:
"ტელეფონზე ვესაუბრე საქართველოს ოპოზიციის ლიდერ, ნიკა მელიას, რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მხარდაჭერისთვის ლიეტუვას გულწრფელი მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირისა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვისა და იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრშია.
შევთანხმდით, რომ ზაფხულში მზიან საქართველოში შევხვდებოდით, როგორც ძველი კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ საქართველო და სჯერათ, რომ ის ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება" - წერს პავილიონისი.
მასალის გამოყენების პირობები






