თბილისში ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე მსხვერპლის ნათესავის მურად მეირბეკოვის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ასელია აიტპაევა საქართველოში ჩმოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ასელია მურადთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა და სექსუალური ძალადობის შემდეგ სწორედ ბესიკ თორდუამ შეიფარა. ადვოკატის მტკიცებით, ჩანაწერებში თორდუას ბრალეულობა არაფრით დასტურდება:
"მუქარას აქვს თავისი შემადგენლობა და საიდან მომდინარეობს ეს მუქარა, როცა ეუბნება შენ ესე არ უნდა მომქცეოდი, გადაგაგდებო იქ არ ეუბნება, ეუბნება გადაგაგდებდი კაცი რომ ყოფილიყავი, სამართლებრივად, მუქარა უნდა იყოს აშკარა რეალური და რეალური საფრთხე უნდა მომდინარეობდეს და როდესაც ესენი მშვიდად საწოლზე არიან წამოსულები, ზოგად ფრაზებს იყენებს, ეს არ შეიძლება მუქარად აღქმული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესებულიყო მურადით და გამოძიება უნდა დაწყებულიყო მის მიმართ და არა ბესოს მიმართ, ვინაიდან, მტკიცებულებებში თუ ვინმეს დანაშაული იკვეთება, იკვეთება მურად მეირბეკოვის დანაშაული და არა ბესოს დანაშაული", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 26 წლის ასელია აიპტაევას თვითმკვლელობის საქმეზე შსს-მ 57 წლის ბესიკ თორდუა დააკავა, რომელსაც გამოძება სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები