"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდებს, "დატოვოს ბოროტების სასახლე" და დაუბრუნდეს იმ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელშიც პარლამენტში შესვლამდე იყო. ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს გზისა და ციხ გახსნა იმიტომ შეფერხდა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა:
"რამდენიმე თვეში რეალობა გახლდათ ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა და აი ამ სიბნელის ჩაბარება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა. ყველაფერი ეს დღეისათვის შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, ფეხი შეედგათ პარლამენტში და მე მინდა, აი ახლა მთელი გულით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა ჟამი და როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში", - აცხადებს ნათელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






