დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცრების დასაჯავშნი ვებგვერდის (booking.moh.gov.ge) შეფერხებით მუშაობას განმარტავს, რომ ეს წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებაა, რაც მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.
"აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!" - წერია განცხადებაში.
12 მაისს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას პირველ დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 45+ ასაკის პირებისთვის. ვებსაიტს პრობლემა სწორედ 20 საათის შემდეგ შეექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






