"ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ... ჩემი 4-წლიანი თანაცხოვრება ენმ-სთან სრულდება" - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 18:23, 12 May, 2021     1234

ენმ-ის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მისი 4-წლიანი თანაცხოვრება ენმ-სთან სრულდება. სამადაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


"დიდი ხანია არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში-ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა- ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო-აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი... ვნახოთ, თუ გამომივა. პარტიას თუ დავაარსებ, ‘სიტყვა და საქმე,’ მინდა დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის...მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ...დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა" - წერს სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42