ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ზალკალიანი
პოლიტიკა - 18:30, 12 May, 2021     1085

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია და საელჩო 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რაც შეეხება ისრაელში დაშავებულ ქართველს, ზალკალიანის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ის კლინიკიდან უკვე გამოწერილია.

"ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. პირველ რიგში, გვაღელვებს ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია დეესკალაციის გზით წავიდეს და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი, ჩვენ მოქალაქესთან დაკავშირებით, მან ძალიან მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც, საელჩო მასთან კომუნიკაციაზეა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის გამოწერილია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს" - თქვა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში თავდასხმა განახლდა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად არაერთი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42