შს აჭარის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია არ გამორიცხავს, რომ აჭარის მაღლმთიანეთში მაღალი ძაბვის სადენები ცეცხლსასროლი იარაღითაა დაცხრილული. მისი თქმით, გამოძიება ამ ვერსიას ამუშავებს და კონკრეტული ფაქტებიც გააჩნია.
პოლიციის უფროსის განცხადებით, ამ გზით სადენების დაზიანების მცდელობა ადრე, რამდენიმე თვის წინაც იყო:
„დაზიანება ყველა ანძაზე თითქმის იდენტურია, რაც გამოძიებას აძლევს იმის ვარაუდს, რომ ის განგებ, ცეცხლსასროლი იარაღითაა დაზიანებული. რამდენიმე თვის წინ დაიწყო გამოძიება ანალოგიურ ფაქტზე, შემოვიდა წერილი, რომ მაღალი ძაბვის სადენების თეფშები იყო დაზიანებული.
მოსახლეობამ გაიგონა გასროლის ხმაც. ეს მოხდა ხელოვნურად. ახლა, როცა ჩვენ მივედით და დავათვალიერეთ სადენები, შევამჩნიეთ, რომ დაზიანება იყო იგივე ხარისხის, როგორიც რამდენიმე თვის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებლად დავადგენთ რამ გამოიწვია ეს შემთხვევა, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს,“ – განაცხადა თელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






