გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ყაზახ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბესო თორდუას ადვოკატი აპირებს გაასაჯაროვოს მთლიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ყაზახმა გოგონამ სავარაუდო თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა და ყაზახეთში მეგობარს გაუგზავნა.
მისი მ ტკიცებით, საათნახევრიან ჩანაწერში ბრალდებულის მხრიდან მუქარა არ ისმის. განმარტავს, რომ თურდუას ასეთი საუბრის სტილი აქვს. ადვოკატი ამავდროულად ამტკიცებს რომ ეს შემთხვევა საერთაშორისო ტრეფიკინგს არანაირად არ უკავშირდება.
"ვგეგმავთ, გავასაჯაროოთ ის აუდიჩანაწერი, რომელიც აქვს პროკურატურას, რომელიც გააკეთა გარდაცვლილმა გოგომ. არის 1 საათისა და 40 წუთის ვიდეოჩანაწერი და სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები გავრცელდა. ტრეფიკინგთან ახლოსაც კი ვერ მივალთ.
26 წლის აისელ აიტპაევა ყაზახეთში გუშინ გადაასვენეს. რუსეთში ცხოვრობდა დიდი ხანი ეს ადამიანი, უბრალოდ რუსული ტერმინილოგია აქვთ და თარგმანში სხვანაირად არის. რუსეთში ალბათ, ჩვეული ტერმინოლოგია და მუქარა უნდა იყოს რეალური. ისეთი მუქარა არ ყოფილა, ნებისმიერ ადამიანს ქიჩაშიც შეიძლება შეკამათების დროს უთხრა... გადაგაგდებო არ უთქვამს, შენ რომ კაცი იყო გადაგაგდებდი ფანჯრდიდანო",- ამბობს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები