სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია, რომელიც გახარიას გუნდის წევრის ალექსანდრე მოწერელიას კადრი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თავად დაგარგულია მისი სამსახურიდან გაშვების ფაქტს მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას უკავშირებს:
"მოხდა ჩემი გათავისუფლება, ისე რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება" - აცხადებს დაგარგულია.
ბოლო დღეების განამავლობაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებმა იმატა.
გუშინ სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალიაც გაათავისუფლეს. როგორც გვასალიას განუმარტეს, მისი გათავისუფლება პარტიის მხრიდან იყო მოთხოვნილი.
გუშინვე თანამდებობები დაატოვებინეს გორის, ხაშურის, სენაკის, მარტვილისა და ფოთის მერების მოადგილეებს, რომლებიც ასევე გახარიას გუნდის წევრთა კადრები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები






