ანი ნადარეიშვილი: „მოკლე ისტორია, სახელად „პატიმრობიდან ტყვეობამდე“
სოც.მედია - 04:50, 15 Dec, 2013     2597

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი და ლიდერი, თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებთან და მისთვის წაყენებულ ძველ და ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ანი ნადარეიშვილს მიაჩნია, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურა „ახალ საქმეს კერავს“:

„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება რა ხდება ბაჩოს საქმეზე, მოკლედ მოგახსენებთ ჩემო ტკბილებო: როგორც იცით ბაჩო გამართლდა 4 ბრალდებაში (1.ვაშლის თლაზე, 2.წელსზევით შიშვლებს რომ ავარჯიშებდა ზამთარში, 3. სუტენიორ ზვიად აბესაძის ვითომ ცემის ფაქტი რესტორანში და 4.ბალერინა სპეცრაზმელები) და ერთში (ქურდების საქმეზე) გამტყუნდა, მაგრამ პრეზიდენტმა შეიწყალა, ანუ ბაჩოს მსჯავრი არ ადევს, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია ისევ წინასწარ პატიმრობაშია.

დარჩა მხოლოდდამხოლოდ ერთი საქმე (პატიმრებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა ციხეში) რაზეც ეხლა ზის წინასწარ პატიმრობაში, ეს ბრალი გახსოვთ ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამამართლებელი განაჩენის წინა დღეს წაუყენეს, ერთადერთი მოწმის (მამა ნიკოლოზის) ჩვენება დევს მხოლოდ საქმეში, რომელსაც ოთხჯერ აქვს შეცვლილი ჩვენება და განაცხადა კიდეც ტვ-თი რომ პროკურატურაში აიძულეს.

მუხლი არის მსუბუქი, არასაპატიმრო (ანუ წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს პირი), ითვალისწინებს 0-დან 3 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას.

სასამართლო პროცესები ჯერ არ დაწყებულა, უკვე ორჯერ გადადეს, ჯერ 17 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მერე 18 დეკემბრისთვის გადადეს და ეხლა 15 იანვარს გადაიტანეს პროკურატურის მოთხოვნით. დარწმუნებული ვარ ახალ საქმეს კერავენ და ეს დრო ამისთვის სჭირდებათ.

აი, ეს არის და ეს - მოკლე ისტორია სახელად "პატიმრობიდან ტყვეობამდე...", – წერს ანი ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42