საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის მიერ ტანამდებობის დატოვების სემდეგ პროკურატურამ ვაკანსიაზე განცხადება გაავრცელა და განაცხადების მიღების ვადა დაასახელა.
ვაკანსიაზე აპლიკენტების განხილვა გასაუბრებით ხდებოდა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: თუ აპლიკანტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მას ტესტს შემდეგი სახით უტარებდნენ:
ეძლეოდა მოკლედ აღწერილი ამბავი, რის შესახებაც მას უნდა დაეწერა პროკურატურის პრესრელიზი და პრესსამსახურის ხელმძღვანელის ე.წ. სპიჩი, სადაც, ბუნებრივია, თავად პროკურატურის პოზიცია იქნებოდა ჩამოყალიბებული.
როგორც „ნიუპოსტმა“ შეიტყო, პრეტენდენტებს შორის იყო თავდაცვის სამინისტროს ერთერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი, მდედრობითი სქესის ყოფილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მუშაობდა. მას CV ადრე ჰქონდა გაგზავნილი, რის სემდეგაც გასაუბრებაზე დაიბარეს, ხოლო ტესტის სახით მისცეს ამბავი, სადაც აღწერილი იყო ე.წ. ციხის ბუნტი და გამოკვეთილი იყო მასში ბაჩო ახალაიას მონაწილეობა.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბაჩო ახალაიას ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც, ბუნებრივია, სამუშაო გამოცდილებაში მითითებული ჰქონდა ის წლები, რაც თავდაცვის სამინისტროში გაატარა, მისი ყოფილი ხელმძღვანელის საწინააღმდეგო განცხადების შედგენა და „სპიჩის“ იმიტირება მოსთხოვეს.
„ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, პრესრელიზის ადგილას აპლიკანტმა ე.წ. სმაილების ენით წითელი გული ჩახატა და გამოხატა: „მე მიყვარს ბაჩო“. იგივე გააკეთა „სპიჩის“ ფურცელზეც, მერე კი მშვიდად მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ დავალება შეასრულა, ფურცლები ჩააბარა, გასაუბრების მონაწილეებს დაემშვიდობა და პროკურატურიდან გავიდა...
მასალის გამოყენების პირობები






