გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მის მოადგილეებს თანამდებობა თავად დაატოვებინა, ამის მიზეზად კი გარკვეული პიროვნების რეკლამირება დაასახელა. თავზარაშვილის განმარტებით, ის ვერ დაუშვებდა, რომ ასეთი პირები მაღალ თანამდებობაზე დაეტოვებინა:
"ადამიანები, რომლებიც დღეს გათავისუფლდნენ, ბოლო პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში ეწეოდნენ გარკვეული პიროვნების რეკლამირებას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. იმის მაგივრად, რომ ამდენი გამოწვევები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მათ თავისი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებული. ამიტომ, იცით, რომ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნია, ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ჩემი ბრძანებით არიან გათავისუფლებულები", - განაცხადა თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გორის მერი მოადგილეები სამსახურიდან გაუშვეს. გადაყენებული მოადგილეების განცხადებით, ისინი გახარიას გუნდის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის კადრები იყვნენ და ამის გამო მათზე გამუდმებით ხორციელდებოდა ზეწოლა. სამსახურიდან გაშვების შემდეგ ისინი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






