ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში პოსტკოვიდური მართვის ცენტრი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:28, 11 May, 2021     1125

მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში
პოსტკოვიდური მართვის ცენტრი ამოქმედდა, რომელიც პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და მკურნალობას სთავაზობს.

კოვიდგადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს. პატარების მკურნალობაში ჩართულნი არიან როგორც პედიატრი, ბავშვთა ინფექციონისტი და კარდიორევმატოლოგი, ისე - ნევროლოგი, ჰემატოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი და ყველა იმ მიმართულების სპეციალისტი, რომლის დახმარებასაც პაციენტი საჭიროებს. ჰოსპიტალში საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით შემუშავებული სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რომელიც კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ-კოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პოსტკოვიდური მართვის ცენტრი სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს ახალშობილებსა და იმ ბავშვებს, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) კოვიდ 19 და საჭიროებენ ვირუსის შემდგომ მკურნალობას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. სერვისების ხელმისაწვდომის მიზნით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლინიკა პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები უკვე აამოქმედა თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42