ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით ქვეყანა პიკურ პერიოდში იმყოფება. მისივე თქმით, ეს მდგომარეობა, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება:
“გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების.
რაც შეეხება საწოლ ფონდს, მთელს საქართველოში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც შეეხება თბილისს, თბილისში გვაქვს 2823 საწოლი, რაც თითქმის ნახევარი მობილიზებული საწოლების. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკებში რჩება 4296 პაციენტი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში - 890 და რეანიმაციაში 201 პაციენტია. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინ კლინიკები. ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა“, - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






