ჩანაწერი, რომელიც ნინუამ დაკავებამდე დატოვა - „თუ ამას უყურებთ, მე ციხეში ვარ“
სამართალი - 21:20, 14 Dec, 2013     4507

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ნინუა, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, ჩანაწერს ავრცელებს. აღნიშნული ჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოიპოვა.

ჩანაწერი ორი დღის წინ არის გაკეთებული, სადაც ნინუა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ჩანაწერს საზოგადოება იხილავდა იგი უკვე დაკავებული იქნებოდა:

„მას შემდეგ რაც დამთავრდა არჩევნები, ჩემი ყოფილი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე გარკვეული შეკითხვები ჰქონდა გამოძიებას და ამაში არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავდი, მე ყველა კითხვას პასუხს ვცემდი. ამას მოყვა ის, რომ ჩემი მოადგილეების დაბარება დაიწყეს, გაიშალა თემა და ჩავიდა მენეჯერებამდე, იმედიანად იყვნენ გამომძიებლები, რომ რაღაც ბომბს აღმოაჩენდნენ. ეს რა თქმა უნდა ასე არ მოხდა.

რამდენიმეჯერ შემომთავაზეს ქვეყნიდან წასვლა. ეს სიბინძურეები რაც ჩვენი მისამართით გაჟღერდა რაღაც დოზით გამართლდებოდა ქვეყნიდან რომ წავსულიყავი და იტყოდნენ, რომ გავიქეცი.

მე კარგი და მეგობრული ურთოერთობა მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მორალურად აუტანლად მიმაჩნია ის, თუ როგორ იტანჯება ამდენი ხალხი ჩემს გამო. მე ვთვლი, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა და დავეხმარო მათ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან ძნელია, მე გადავწყვიტე ამ ხალხის დახმარება.

მე ჩემი მეგობრების წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ წავიდე ციხეში, ოღონდ არა იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რაც ჩამიდენია, თუ ამ ჩანაწერს ვინმე უყურებს, ესეიგი ციხეში ვარ, რამდენიმე წუთის წინ 2013 წლის 12 დეკემბერი დაიწყო“, - აღნიშნავს ჩანაწერში ნინუა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ნინუა ორი დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. დღეს მისი საქმის გნხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდებამ ნინუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ გააპროტესტა და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში არ გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42