ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო - მელია პარლამენტში შესვლაზე
პოლიტიკა - 20:08, 10 May, 2021     1467
ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება ბლოკ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად - განაცხადა ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, შევა თუ არა ენმ პარლამენტში.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, იცის, რომ პარტიაში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია და ერთიანი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები. მელიას თქმით, სამომავლო გეგმების განსახილველად, კონსულტაციები იქნება ოპოზიციის იმ პარტიებთან, ვინც უკვე შევიდა საკანონმდებლო ორგანოში.
"პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭრიდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა მელიამ




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42