ხელისუფლებამ და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ დღეს საარჩევნო რეფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ჯერ-ჯერობით, რაზეც მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს, ეს არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ID ბარათებით შესაძლებლობა იქნება, ძველი პირადობები კი ვარგისიანობას დაკარგავს:
"ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით. ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება. რაც ძალიან მაგარი მიღწევაა - ეს 1 საათის მუშაობის შედეგია. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო რეფორმის პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასაც ივალისწინებს, გარდა ამისა, შეცვლილია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესები, თუმცა, აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება ჯერ ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






