სულ რამდენიმე წუთში სასამართლო ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, მელია საპატიმროდან თვაწეული გამოვა და თავისუფალი იქნება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება:
"ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს თავაწეული, ის სპეკულაციები კი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, ღიმილისმომგვრელია.
დღეს არის საუბარი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე წყდება და იხსნება დღის წესრიგიდან. ბრალდება არის აბსურდული, ეს დღევანდელი მოცემულობითაც არის დადასტურებული.
ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევს უარი თქვას ამ ბრალდებაზე, მსოფლიოში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა, ევროკავშირმა გადმორიცხა თანხა, რომ ქვეყანას თავისი მოქალაქე დაეხსნა ციხიდან," - განაცხადა კონდახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






