“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa-ს Cyberg-ის,Tipsan-ის, Berger-ის და კიდევ არაერთი საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის ფილიალებში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორების, ორთოპედიული ბალიშების, წელის კორსეტებისა და ქამრების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. თბილისის გარდა,მაღაზიები საქართველოს ოთხ რეგიონში,გორში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში მდებარეობს, შეთავაზებული პროდუქცია კი მომხმარებელში უკვე წლებია დიდი ნდობით სარგებლობს.
რა ორთოპედიული პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ „ახალ ხედვა“-ში?
„ახალი ხედვის“ მაღაზიათა ქსელში ორთოპედიული მიმართულებით მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი. მაგალითად, ფიქსატორები , რომლებიც ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და მათი დანიშნულება სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა, მომხმარებლებისთვის ფართო სპექტრით არის შეთავაზებული . მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
●თითის ფიქსატორები - თითის სხვადასხვა დაზიანების დროს ხელს უშლის დამატებით ტრავმირებას და აჩქარებს რეაბილიტაციის პერიოდს.
●ტერფის ფიქსატორები - უზრუნველყოფს ტერფის ანატომიური მდგომარეობაში შენარჩუნებას ტერფის მყესების, კუნთების და სახსრების დაზიანების დროს.
●მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და მასზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი მათგანი ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
●მუხლის ფიქსატორები - იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან, აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს მუხლის მიდამოს (სახსრის, მყესების, კვირისტავის) სხვადასხვა სახის დაზიანებისა და ტრავმის დროს.
როგორ შევიძინოთ სასურველი პროდუქტი?
სასურველი პროდუქტის შეძენა ,თბილისის გარდა, საქართველოს 4 რეგიონში მდებარე „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეგიძლიათ.კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟმშიც არის შესაძლებელი,შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ. პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.
მასალის გამოყენების პირობები