ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი ოცნების მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტს ბარბაროსულ ინიციატივად აფასებს და აცხადებს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება. მისი თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა:
"ამნისტიის კანონის იმ ფორმით მიღება, რომელიც დღეს პარლამენტში არის დარეგისტრირებული და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, ეს არის ბარბაროსული ინიციატივა, რომლის მიღებაც იქნება სერიოზული ზიანის მომტანო ზოგადად, ქვეყნისთვის. ბუნებრივია, თუ ამ კანონპროექტის განხილვა საერთოდ შეწყდება, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და ეს შეგნებულად მოხდა იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა წარმოუდგენლად მიმაჩნია მე", - აცხადებს უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






