ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობა და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ ინოვაციებს, რომელიც მარტივი დასანერგი იქნება და არჩევნების გაყალბების პროევენციას შეუწყობს ხელს:
"ხვალ ISFED- ის ორგანიზებით გვექნება გასვლითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკისა და ევროპის მხარეც. იქ იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც ერთი მხრივ იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორე მხრივ დასანერგად იქნება მარტივი, მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება. ადმინისტრაციაზე ძალიან კონკრეტულად ვართ შეთანხმებული, რომ 8 წევრი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას", - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






