პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატვი მიაგო. და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიუსლოცა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქის ვალია, დააფასოს გმირი ვეტერანები და პატივი მიაგოს მას, ვინც მეორე მსოფლიო ომში თავი გაწირა:
„მე მინდა, მათ წინაშე, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა დავადასტურო და ქედი მოვიხარო ასევე მათ მიმართ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






