რუსული ინტერნეტპორტალ РБК-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის" ნაწილის საქართველოში გადმოსვლის შესახებ, ფონდის წარმომადგენელი ფეიკნიუსს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილმაც აიტაცა.
РБК "წყაროზე" დაყრდნობით აცხადებდა, რომ ფონდის ხელმძღვანელობის ერთი ნაწილი საქართველოში ჩამოსვლასა და იქიდან სტუდია "Навальный LIVE"-ის ლაივსტრიმების გაშვებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, მათ უკვე ჩამოტანილი აქვთ ძვირადღირებული აპარატურა.აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო ფინდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა და ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა.
"ეს ფეიკ ნიუსია, ნუ ავრცელებთ ფეიკ ნიუსს", - აცხადებენ ისინი, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ფონდის რამდენიმე თანამშრომელი უბრალოდ დასასვენებლად იყვნენ საქართველოში.
როგორც ცნობილია, აპრილის შუა რიცხვებში ნავალნის შტაბები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი პროკურატურამ გაჩხრიკა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, "ნავალნის შტაბებისა" და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიზანი "ფერადი რევოლუციისა" და ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური სიტუაციის "დესტაბილიზაციის გზით" რუსეთს საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლების შეცვლაა.ასევე გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ამ სტრუქტურებით მოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც არასასურველი.
აპრილის ბოლოს "ნავალნის შტაბების" საქმიანობა ექსტრემისტულად და ტერორისტულად გამოცხადდა. ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა შესაბამის ნუსხაში შეიტანა.
ამის შემდეგ ნავალნის ფონდმა მისი საქმიანობის შეჩერებაზე გააკეთა განაცხადი.
მასალის გამოყენების პირობები






