თუ პრეზიდენტი კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა - მდინარაძე
პოლიტიკა - 16:57, 07 May, 2021     1041

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მათ ის სამართლებრივი არგუმენტები გააცნეს, რომლებიც კონსტიტუციასთან არის შესაბამისობაში და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა:

„მგონია, რომ, ჩემდა გასაკვირად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არის გადაჭარბებული. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ერთი ცვლილება შეეხებოდა, იმას, რომ შესაბამისობაში უნდა მოსულიყო კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიებასთან და მეორე - რომელიმე მოქალქეს მიაჩნია, რომ პირველ შემთხვევაში როცა ვინმე პოლიციელს შეურაცხყოფას მიაყენებს, არ დაემორჩილება, წინააღმდეგობას გაუწევს და ა.შ. რა სანქციაც არის, მეორე, მეშვიდე და მეთხუთმეტე შემთხვევაშიც იგივე უნდა იყოს? მგონია, რომ აქამდე იყო ხარვეზი, პოლიციელს აყენებდა ის ცუდ მდგომარეობაში. ისიც სპეკულაციურია, რომ მაინცდამაინც აქციებთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. ეს საკითხი აქციებთან დაკავშირებით არ უნდა განვიხილოთ! თუკი, რაღაც ჯარიმა იწერება აქციაზე თუ იქ ვიღაც არ დაემორჩილა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, 99% და მეტი იწერება ჩვეულებრივად მიმდინარე შემთხვევაში, როცა აქციაზე არ არის საუბარი და სხვა საყოფაცხოვრებლო საკითხებია. თუ კითხვაზე პასუხია, რომ მეორე, მეხუთე, მეშვითე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა.

ყველაფერი მოვუყევით პრეზიდენტს თავისი სამართლებირივი არგმენტებით. ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებთან არის აბსოლუტურად შესაბამისობაში, კონსტუტიცუასთანაც. მსგავსი შემთხვევებისთვის ადმინისტრაციული სანქცია გაცილებით მკაცრია ევროპის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. მე მაინც იმედი მაქვს პრეზიდენტი ამას გაიზიარებს. მას არ შეუმჩნევია და არ მოხუდენია ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება, დასვა კითხვები და მის დასკვნებზე ვერაფერს ვიტყვი. წინასწარ ნურც ვეტოს დაძლევაზე ვილაპარაკებთ. თუ ის ვეტოს დაადებს, რაც ჩემი აზრით სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა, გააჩნია რა არგუმენტაცია მოყვება ამას და ამ შემთხვევაში იმსჯელებს პარლამენტი ვეტოს დაძლევაზე. მაგრამ თუ ვეტოს დადების შემთხვევაში, იქ იქნება ისეთი საკითხები, რომელიც განხილვადია, რაციონალურ კონტექსსა და ჩარჩოში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია, რომ სამართლებრივი არგუმენტაცია ვეტო დაედოს, არ არსებობს. ეს კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან არაფერ შუაშია და ვინც ამას აკავშირებს შარლ მიშელის დოკუმენტთან, მათი და ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა“, - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42