დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არც ერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს, მათ შორის სინოფარმი კორონავირუსისგან 79%-თ იცავს, თუმცა ვაქცინაციის შემთხვევაში ორგანიზმს ვირუსი მსუბუქად გადააქვს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში პირველ ჯერზე აცრილთაგან დაახლოებით 300 პირს ინფექცია დაუდასტურდა:
„არასდროს უარვყოფთ, რომ არც ერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს. მათ შორის „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას. ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თთქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






