დღეს, 14 დეკემბერს, პარტია “ნეიტრალური საქართველოს” მეორე ყრილობა გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარემ ვალერი კვარაცხელიამ ყრილობის დარბაზშივე გადასცა პარტიის წევრის მანდატები პარტიის ახალარჩეულ წევრებს, ასამდე ახალგაზრდას, როლებმაც თავიანთი მომავალი პოლიტიკური კარიერა “ნეიტრალურ საქართველოს” დაუკავშირეს.
პარტიის თავმჯდომარის საანგარიშო მოხსენებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დიდი სურვილის მიუხედავად, ვერც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ვერც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საგარეო ორიენტირების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, რაც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ყოველგვარ შანსს სპობს.
პარტია “ნეიტრალური საქართველო” უარს აცხადებს ნებისმიერი სამხედრო ალიანსის წევრობაზე, მაგრამ თანხმობას აცხადებს განიხილოს საბაჟო კავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობის საკითხი, ვინაიდან მხოლოდ ეს ესახება საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისა და ეკონომიკური აღორძინების რეალურ გზად.
ყრილობაზე ვალერი კვარაცხელია პარტიის თავმჯდომარედ ახალი ვადით აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები






