ხვალ, ბაჩუკი ქარდავა პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას შეხვდება
პოლიტიკა - 19:34, 06 May, 2021     1580

ხვალ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდოარე, კოალიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი ბაჩუკი ქარდავა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას შეხვდება.

როგორც ედპ-ის ლიდერმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, შეხვედრის მიზანი უახლოესი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე საკითხებია, რომელსაც ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიასთან განიხილავს.

„სრულიად ცხადია, თუ რატომ აფერხებს ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიას გათავისუფლებას, მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩართულობისა და მათი კატეგორიული მოთხოვნისა.

ქვეყანაში, რომლის ერთადერთი მიზიდულობა და მსოფლიოს ინტერესი დემოკრატიული განვითარებაა, პოლიტიკური პატიმრების ყოლას არავინ შეეგუება. დღეს უკვე ნიკა მელიას პატიმრობა, შეიძლება პირდაპირ დავარქვათ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გალაშქრება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რაც შეეხება შეხვედრის კონკრტულ თემებს, ჩემი მხრიდან ორი საკითხი იქნება, პირველი - ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთედეს, რომ ნიკა მელიას პატიმრობა რაც შეიძლება დროულად დასრულდეს და ევროკავშირის ბერკეტები სრულფასოვნად იქნას ამისთვის გამოყენებული და მეორე - ნიკა მელია დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციაში წარმოადგენს გარკვეული მიზიდულობის ცენტრს, და უახლესი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოდინარე, მას შეუძლია პოზიტიურ როლი ითამაშოს არა მხოლოდ თავისი პარტიის ამოცენებისთვის, არამედ ზოგადად ოპოზიციისთვის“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეხვედრა ხვალ, 7 მაისს 12:00 საათზეა დანიშნული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42