7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 15:20, 06 May, 2021     3241

ვერძი

თუ გეგმების შეცვლა გადაწყვიტეთ, სჯობს ეს ეტაპობრივად და აუჩქარებლად გააკეთოთ. სასურველია თავი შეიკავოთ კარდინალური ცვლილებებისგან და მხოლოდ კორექტივების შეტანით დაკმაყოფილდეთ.

კურო

დღეს შესაძლოა რჩევისთვის ახალბედა კოლეგამ მოგმართოთ, ნუ დაიზარებთ და შეეცადეთ მოთმინებით აუხსნათ უფლება-მოვალეობები. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და ასწავლეთ პასუხისმგენლობის აღება საკუთარ ქმედებებზე.

ტყუპები

შესანიშნავი იდები და საინტერესო პროექტები ირგვლივმყოფთა არაერთგვაროვან რეაქციებს გამოიწვევს. შესაძლოა უიმედობაც დაგეუფლოთ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, მალე სხვაგვარად შეიცვლება ყველაფერი.

კირჩხიბი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში და დაიცავით ერთგვარი დისტანცია კოლეგებთან. შესაძლოა თქვენი ნათქვამი სწორად ვერ გაიგონ და ურთიერთდადანაშაულებამ სიტუაცია გაამწვაოს.

ლომი

ნუ აჰყვებით ეჭვებს და ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ ობიექტურობა, ხოლო თუ რაიმეს გარკვევას დააპირებთ საგულდაგულოდ მოეზადეთ სერიოზული დიალოგისთვის, გაითვალისწინეთ არა მხოლოდ სიტყვები და ინტონაცია, არამედ იმიჯიც.

ქალწული

დღეს შესაძლოა მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფთა ნამოქმედარზეც. ამიტომ დიდი ყურადღებითა და სერიოზულობით მიადევნეთ თვალი მთელ საქმიან პროცესს და დროულად იზრუნეთ ხარვეზების გამოსწორებაზე.

სასწორი

გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა გონებას გიფანტავთ და საფრთხეს უქმნის თქვენს საქმიანობას. ეს შესაძლოა იყოს ყურმოკრული დიალოგი თქვენს შორიახლოს ან გვერდით ოთახში საინტერესო ადამიანი უცხო იმიჯით. შეეცადეთ არ მოწყდეთ სამუშაო პროცესს.

მორიელი

აჩქარებით შესაძლოა ზიანი მიაყენოთ თქვენს გეგმებს, რომელზეც დიდ იმედს ამყარებთ. გაიაზრეთ თავიდანვე ყველა დეტალი და აუჩქარებლად დაიწყეთ მოქმედება. მხოლოდ გათვლილი და დინჯი ნაბიჯებით მიიღებთ საუკეთესო შედეგებს.

მშვილდოსანი

შესაძლოა გაჭიანურდეს პარტნიორული საკითხების მოგვარება, გართულდეს მოლაპარაკებები ან შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სხვებთან თქვენი პროექტების ან დაწყებული საქმის გაერთიანება, რომელიც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

თხის რქა

შესაძლოა მიიღოთ ახალი საპასუხისმგებლო დავალება, სანამ მის შესრულებას დაიწყებთ შეისწავლეთ ყოველი დეტალი, ყველა საკითხი, რაც ამ საქმეს უკავშირდება, რათა ბოლოს უსიამოვნო ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეთ.

მერწყული

სჯობს ჩეულ რიტმს და დროის დინებას მიჰყვეთ. დაქვეითებული ენერგოტონუსის ფონზე მნიშვნელოვანი საქმეები შესაძლოა ხარისხიანად ვერ გააკეთოთ და სასურველი შედეგებიც ვერ მიიღოთ, დაშვებულ შეცდომებს კი იოლად ვერ გამოასწორებთ.

თევზები

ზედმეტად ნუ შეაფასებთ თქვეს შესაძლებლობებს, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, ყოველი ნაბიჯი გათვალეთ, თავი შეიკავეთ სარისკო საქმეებისგან, ნუ მოაწერთ ხელს საბუთებს მათი კარგად შესწავლის გარეშე. გაუთვალისწინებელი სიტუაციების ალბათობა დიდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42