ვეტო შესაძლებელია, თუმცა მას მოჰყვება ის ალტერნატიული წინადადები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს - ვაშაძე
პოლიტიკა - 16:22, 06 May, 2021     983

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შესაძლო დადების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ვეტოს მოყვება ის წინადადებები, რაც ზურაბიშვილმა ოპოზიციას გააცნო.

ვაშაძემ ასევე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან განიხილა:

"სამ საკითხზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან: პირველი -"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე" , მე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარლამენტში. უკეთესი იქნება თუ ვეტოს მექანიზმით დაბრუნდება იგივე ჯარიმის ნიშნულები რაც იყო და რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია. ამ შემთხვევაში თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერეთ კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს იმას, რომ გაზრდილი ჯარიმები აღარ იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.

მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ იყო ზაზა გახელაძის საკითხი. ჩვენ გუშინ შევხდით მის ოჯახის წევრებს და პრეზიდენტსაც შეხვდნენ ისინი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულებით კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი თანამემამულე.

მესამე საკითხი იყო ამნისტიაში ჩანაწერი ნიკა მელიაზე. ვფიქრობ, აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ პრეზიდნეტთან, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო.

ჯერ პოზიცია არც ერთ საკითხთან არ დაუფიქსირებია ზურაბიშვილს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ამიტომ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. ნამდვილად არ ვიცით რა იქნება ალტენატიულ წინადადებებში. ჩემი პოზიცია რა შემთხვევაში დავუჭერ მხარეს ვეტოთი შემოთავაზებულ წინადადებებს არის ის, რომ თუ დაბრუნდება იგივე ნიშნულზე ჯარიმები და ფაქტობრივად, გაუქმდება მისი საჯარიმო სანქციების ზრდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხარეს დავუჭერთ" , - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42