მიზნები, გეგმები და დასავლეთის მიმართ ნეგატივი - რატომ მოდის ვასაძე პოლიტიკაში და ამომრჩევლის რომელი სეგმენტის ათვისებას აპირებს
პოლიტიკა - 15:42, 06 May, 2021     1122

პრორუსმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი გააკეთა საზოგადოებრივი გაერთიანების "ერთობა, რაობა, იმედის" პრეზენტაცია მოაწყო.

ბრიფინგზე მან დასავლეთის მიმართ ნეგატიური განწყობა არ დამალა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე პოლიტიკური პარტიების ხელმოწერას დაუკავშირა:

"ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც "ქართული ოცნების", ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან.

თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე" - განაცხადა მან.

ვასაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის იმ სეგმენტის ათისებას აპირებს, რომელიც არც ოცნებას და არც ოპოზიციური გაერთიანებას არ უჭერს მხარს:

"მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში, ანტიამერიკელობაში, აქვე ვიტყვი რომ სრული სიცრუეა. ვარ მხარდამჭერი დონალდ ტრამპის და ამერიკის 80 მილიონი ამერიკელისა, რომელსაც მიაჩნია, რომ "გავხადოთ ამერიკა ისევ ძლიერი". ჩემს ფორმულაში ამერიკის ნაცვლად არის საქართველო. ეს არის სუვერენისტური ეროვნული, ტრადიციონალისტური მოძრაობა "ნაც-ქოცეთის" წინააღმდეგ.

შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას ჩემი თავის ჩათვლით შეუძლია ამის აღმოფხვრა. ჩემი აზრით ერთად უნდა გამოვიდეთ,"- აღნიშნა ვასაძემ.

ბიზნესმენმა არც ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ დამალა ანტიპატია და აღნიშნა, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ სცემს:

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლა და მისი ერთგული კადრების ნაწილის ნაწილ-ნაწილ მასთან ერთად პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ჩემი აზრით, დაჩქარდა და თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ ჩამოშლამ და იმან, რასაც ხალხში ხელისუფლების ჩუმი გადაბარების სახელი შეიძინა, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ დიფუზიას სახელისუფლებო სტრუქტურებში გადაბარების პროცესს და ამასაც მემგონი, უკვე მძიმე შეუქცევადი ხასიათი აქვს. თუ ვინმეს მიუძღვის მთავარი წვლილი აი, ამ კონტრპროდუქტიულ ჩიხურ ეკონომიკურ მდგომარეობაში, არის პირადად ეგ კაცი. მე ძალიან მინდა, რომ ეგ კაცი, როგორც უდიდესი ქველმოქმედი თუ მას კანონი არ აქვს დარღეული წყნარად ცხოვრობდეს გამართულ საქართელოში და განაგრძობდეს ქველმოქმედებას, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი არის ქაოსი და უპერსპექტივობა. მას, როგორც პოლიტიკოსს, რბილად ვიტყვი, პატივს არ ვცემ", - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც ლგბტქ თემის წინააღმდეგ ილაშქრებდა, ღიად აფიქსირებდა თავის ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, ასევე უპირისპირდებოდა მარიხუანის მომხმარებლებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაბადებას მშობლების მიერ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას უკავშირებდა.

საზოგადოებაში არც თუ ისე დადებითი შეფასებით სარგებლობდა, რის გამოც აქტუალობა მალევე დაკარგა და ხალხმაც მიივიწყა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დიდი გუნდით მოსვლა დააანონსა, სოციალურ ქსელში ინტერნეტ-მომხმარებლები მის განაცხადს იუმორნარევი კრიტიკით შეხვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42