მთელი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ვაშაძემ ჟურნალისტებთან გაკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოცნების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ თავად ზურაბიშვილისთვისად უცნაური იყო. როგორც ვაშაძემ განმარტა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკითხში ოპოზიციისა და პრეზიდენტის პოზიციები თანხვედრაშია:
"მესამე საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ ეს არის ამნისტიაში ჩანაწერი. ღიად გეტყვით, ვფიქრობ, რომ აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ", - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






