დღეს მთელი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ცოტა ხნის წინ ის პარლამენტის დეპუტატს სალომე სამადაშვილს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ზურაბიშვილთან განიხილა.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები და ამნისტიის კანონპროექტი - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც სამადაშვილმა და ზურაბიშვილმა დახურულ შეხვედრაზე განიხილეს:
„გვქონდა საქმიანი საუბარი. ვისაუბრეთ როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, რომ ვეტოს გამოყენებით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა და ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა, ასევე გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვისარგებლე შემთხვევით და პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი განსხვავებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ვხედვათ დაგეგმილ სამუშაოებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ვისარგებლე შემთხვევით და საუბრი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






