ენმ-ს წევრი ხაია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გუშინ საპატიმროში ნიკა მელია მოინახულა. როგორც დეკანოიძე აღწერს, მელია მხნედ არის და პოლიტიკურ პროცესებს ფართო კონფიგურაციით აფასებს. როგორც დეკანოიძე განმარტავს, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ ეშინია მისი ქართულ ოცნებას.
დეკანოიძე ასევე შეეხო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში მელიას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დასახელებას არ ემხრობა:
"წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას.
გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.
რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამიკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს.
უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში", - წერს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






