"გარუჯვისას კანი სქელდება...კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯზე და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ფეისბუკზე პოსტს ავრცელებს, სადაც კანის კიბოსთან დაკავშირებული მითებზე წერს და ყურადღებას ამახვილებს რუჯის მიღების წესებზე.
"კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო
მითი 1მე არ მაქვს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ზამთრის თვეებში ან ღრუბლიან ამინდში როდესაც მზე ძლიერ არ ანათებსფაქტი - მზის ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე, ასევე შუშის გავლით შენობებში, შესაბამისად მზის დამცავის გამოყენება რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად კანის კიბოს განვითარების რისკის შესაცირებლად.მაგალითად - აშშ-ში კანის კიბო წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმსივნეს და ყოველი 5 ამერიკელიდან ერთს უვითარდება კანის კიბო როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს.
მითი 2 დაზიანება უკვე მიღებულია. ახალგაზრდობაში არასწორად ვიქცეოდი, არ ვიცავდი თავს მზისგან, ვირუჯებოდი. ახლა ვეღარ მოვახდენ ზეგავლენას ჩემი კანის კიბოს განვითარების რისკზე.ფაქტი - იმის მიუხედავად რომ მზის დაზიანების შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ბავშვებში, დღეისათვის ცნობილია რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის დაზიანების მხოლოდ 20% გვხვდება 22 წლამდე ასაკში.ყოველი ათწლეულის განმავლობაში შენ იღებ დაზიანების დამატებით 10%-ს.შესაბამისად არასდროს არ არის გვიანი დაიწყო მზისგან დაცვა, იმისათვის რომ შეამცირო კანის კიბოს განვითარების რისკის კუმულაციური (დაგროვებითი) მაჩვენებელი.
მითი 3 დღეს დილით მე გამოვიყენე SPF50, ამიტომ შემიძლია უსაფრთხოდ მივიღო რუჯიფაქტი - არ არსებობს "უსაფრთხო გარუჯვის" ცნება.გარუჯვისას შენი კანი სქელდება და მუქდება იმისათვის რომ დაიცვას ორგანიზმი დამატებითი დაზიანებისგან. რუჯის არსებობა უკეთესია ვიდრე დამწვრობა, თუმცა გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს.ასევე ადამიანთა 50%-ზე ნაკლები იყენებს მზისდამცავს სწორად და სწორი რაოდენობით ადექვატური დაცვისათვის.ადამიანს სჭირდება დაახლოებით 28 გრამი (გოლფის ბურთის ზომა) მზისდამცავი თავიდან ფეხებამდე წასასმელად 20 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ, იგივე რაოდენობის გამოყენება ყოველ 2 საათში ინტენსიურ მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის და შხაპის მიღების შემდგომ.იმის მიუხედავად რომ მზის დამცავის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის "ლიცენზიას". მზის დამცავი გამოყენებულ უნდა იქნას ქუდთან, სათვალესთან, ტანსაცმელთან ერთად რომელიც ფარავს კანის დიდ ნაწილს (თუ ტანსაცმლით კანი მუდმივად დაფარულია, ამ კანის ფართობზე მზისდამცავის გამოყენება არ არის საჭირო).
მითი 4მე არ უნდა გამოვიყენო მზის დამცავი რადგან ის D ვიტამინის გამომუშავებას უშლის ხელს.ფაქტი - სულ მცირე რამოდენიმე წუთის განმავლობაში არის საჭირო მზის სხივების ზემოქმედება კანის სულ მცირე ნაწილზე (მაგალითად სახე) ადექვატური რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად.მზისდამცავის გამოყენება არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/bjd.17888https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31069787/მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული რისკები საგანგაშოა - გააჩნია კანცეროგენული ეფექტი დნმ-ის დაზიანების ხარჯზე რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას, ნაოჭების განვითარებᲘს ეფექტი, ლაქების და სიწითლის განვითარების ეფექტი, ასევე კანის და კანქვეშა ქსოვილებში გავლით აღწევს ვისცერალურ ორგანოებამდე და იწვევს მათ დაზიანებასაც.
მითი 5მუქი კანის მქონე ადამიანები არ არიან კანის კიბოს განვითარების რისკის ქვეშფაქტი - მიუხედავად იმისა რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტია ღია ფერის კანის ადამიანებში, ღია ფერის თმის მქონე ადამიანებში, ასევე ადამიანებში რომლებსაც უვითარდებათ ჭორფლები, არცერთი ეთნოსის ადამიანს არ აქვს "იმუნიტეტი" კანის კიბოს წინააღმდეგ. შესაბამისად ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანს სჭირდება მზისგან დაცვის ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება.
მითი 6სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა ვიდრე მზის ბუნებრივი სხივებიფაქტი - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა სოლარიუმის შემთხვევაში 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიიაფერი სხივების რაოდენობას დღის პიკის საათებში.
მითი 7სამაკიაჟო პროდუქტი SPF-ის შემცველობით ახდენს ადექვატურ მზისგან დაცვის საშუალებას.ფაქტი - არა, მზისდამცავის გამოყენებᲐ უმდა მოხდეს მაკიაჟის წასმამდე ადექვატური დაცვის მისაღებად, ეს იმიტომ რომ სამაკიაჟო საშუალებაში შემავალი SPF-ის ოდენობა არასდროს არ არის საკმარისი ადექვატური დაცვისათვის.
მითი 8თუ მინდა რომ ნევუსზე (ხალი) შევიმოწმო თავი აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.ფაქტი - საეჭვო ნევუსების დათვალიერება შესაძლებელია ეფექტურად და უსაფრთხოდ მოხდეს დერმატოსკოპის გამოყენებით დერმატოლოგის მიერ.ასევე რეკომენდებულია ადამიანმა წელიწადში ერთხელ მოახდინოს სხეულის კანის ყველა ნაწილის თვით დათვალიერება სარკეში, შესაძლებელია დავიხმაროთ ოჯახის წევრი ჩვენთვის ძნელი თვალთახედვის ადგილებში მდებარე ხალების შესამოწმებლად. ოჯახის წევრი უნდა იყოს ყოველთვის ერთიდაიგივე იმისათვის რომ მან დააფიქსიროს ხალის ცვლილება ABCDE წესის შესაბამისად. "მზისდამცავის არჩევის წესები:https://m.facebook.com/story.php?story_fbid=442132706965114&id=100035051660399
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა