ზურაბ ჭიაბერაშვილი: ,,მადლობა, კოლეგებო. წინ დიდი საქმეები გველოდება!“
სოც.მედია - 16:02, 14 Dec, 2013     2674

,,7 თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. თურმე 7 თვეც კი სრულიად საკმარისია, რომ ადამიანებს შორის ისეთი ურთიერთნდობა, პატივისცემა და ადამიანური გაგება ჩამოყალიბდეს, რომ მას ვერც "ასავალ-დასავალის" იდეოლოგია და ვერც "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით მოქმედი სახელმწიფო აპარატი ვერ მოერიოს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელს თავიანთი პატიოსნების, საქმისადმი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისათვის. მათ ნაწილს ასევე ბოდიშს ვუხდი, რომ არაერთხელ მიიყვანეს პროკურატურაში დაკითხვაზე და ახლა ქუთაისში ატარებენ ჩემს სასამართლო პროცესზე.

ამ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებებიდან, განასაკუთრებით ბოლო 2 დღის განმავლობაში, ვანოს და ჩემს მიმართ წაყენებული ბრალი არ იკვეთება და არ ველი ჩვენს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

მაგრამ განაჩენი გამამტყუნებელი რომც იყოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები და ჩემს მიმართ გამოხატული ადამიანური პატივისცემა სრულ საფუძველს მაძლევს, სინდისი მშვიდად მქონდეს და მომავალშიც თავაწეულმა ვიარო.

მადლობა, კოლეგებო. წინ დიდი საქმეები გველოდება!“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42